სიახლეები
ნავიგატორი
გამოტანილია 16-05-2019-ის სიახლეები


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, დღეს ბიზნესფორუმი გაიმართა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია, მათ შორის არიან ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.

დამატებულია: 16-05-2019
წყარო: 1tv.ge




ჰოლანდიურმა ავტოკონცერნმა Tesla-მ ყველაზე დაბალფასიან მოდელზე ფასი ასწია, - წერს CNN-ი. 

კომპანიამ განაცხადა, რომ ელექტრომობილის ფასი $35 400 გახდა. მოდელზე ფასნამატი $400-ია. კომპანიამ განაცხადა, რომ ყველაზე დაბალფასიან მოდელებზე შეკვეთას 2019 წლის მარტიდან მიიღებდა. 

დამატებულია: 16-05-2019
წყარო: imedinews.ge




ასტანის ეკონომიკური ფორუმის თემატიკა მნიშნელოვანია „აბრეშუმის გზის“ ცენტრალური დერეფნის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

ნათია თურნავას თქმით, ასტანის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წამოწეული თემები გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახავს.

დამატებულია: 16-05-2019
წყარო: 1tv.ge




ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ე.წ წითელი ბაღის გახსნის საზეიმო ღონიოსძიება გაიმართა. განახლებული პარკი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტით გაიხსნა. კონცერტის სპეციალური სტუმარი იყო ნანი ბრეგვაძე, რომელმაც ერთი ნომერი სტეფანესთან ერთად შეასრულა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ვითიბი ბანკს მხარდაჭერისთვს მადლობა გადაუხადა.

დამატებულია: 16-05-2019
წყარო: on.ge




ავიაკომპანია „ეარ მალტა“ (AIR MALTA) საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 4 ივლისიდან იწყებს.

რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისი კვირაში ერთხელ შესრულდება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

დამატებულია: 16-05-2019
წყარო: 1tv.ge




ჭიათურის მერიის წინ გაფიცული მაღაროელები აქციას მართავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი, ამირან მაჩიტაძე ამბობს, დასაქმებულები მაღაროში შექმნილ არასათანადო სოციალურ პირობებს აპროტესტებენ.

დამატებულია: 16-05-2019
წყარო: 1tv.ge




საერთაშორისო ჯგუფის, ვიონის წევრის, ბილაინის მხარდაჭერით მაისში თბილისის სტარტაპ ბიუროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის - Future Agro Challenge -ის ადგილობრივი კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს აგროპრენერების და აგროინოვატორების აღმოჩენას სოფლის მეურნეობის სფეროში სიახლეების დასანერგად, კერძოდ კი საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით. საქართველოში კონკურსი 30 სხვადასხვა კატეგორიაში ჩატარდა და 48 საათიანი ჰაკათონის შედეგად 8 ფინალისტი გ

დამატებულია: 16-05-2019
წყარო: on.ge




თბილისში ქართველ და ლიეტუველ ქალ მეწარმეთა ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმის მიზანი საქართველოსა და ლიეტუვაში მოქმედი ქალი მეწარმეების ასოციაციების დაკავშირება, მათ შორის თანამშრომლობის დამყარება და სამომავლო პარტნიორობების გეგმების განხილვაა.

დამატებულია: 16-05-2019
წყარო: 1tv.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ