სიახლეები
ნავიგატორი
გამოტანილია 02-05-2019-ის სიახლეები


ჯილდოს მფლობელი მწერალი, რომელიც ღვინოსა და სასმელზე წერს
პირველი ადამიანი, ვინც ქარვისფერი ღვინის შესახებ წიგნი დაწერა.
ადამიანი, რომელმაც მრავალფეროვან ცხოვრებასა და ღვინის სიყვარულს ერთ წიგნში მოუყარა თავი.

წიგნში, საიმონი ქარვისფერი ღვინის ისტორიის, მისი კერძებთან შეხამებისა და რეკომენდირებული მწარმოებლების შესახებ მოგვითხრობს.
 

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: g.Vino • ჯი.ვინო




ყურადღება! ღონისძიების თარიღი შეიცვალა. 
როგორც ჩანს შაბათს საწვიმარი და ქოლგები შესაძლოა ყველასთვის საკმარისი არ იყოს. ჩვენ კი გვინდა, რომ ყველამ კარგი დრო გავატაროთ ევროპის დღეზე, ამიტომ გადავწყვიტეთ თარიღი შევცვალოთ და ღონისძიება 5 მაისს გაიმართება. გელოდებით ყველას!

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: European Union in Georgia




2018 წელს მსოფლიოში მდიდრების მიგრაცია დაჩქარდა. Global Wealth Migration Review-ს მიხედვით, 2018 წელს საცხოვრებელი ქვეყანა დაახლოებით 108,000-მა დოლარიანმა მილიონერმა შეიცვალა, 2017 წელს კი 95,000-მა. ამასთან, მთლიანი კერძო სიმდიდრე მთელს მსოფლიოში 204 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

Global Wealth Migration Review-ს მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში რუსეთი 7 ათასმა დოლარიანმა მილიონერმა დატოვა. მდიდარი ადამიანების მხრიდან ქვეყნის დატოვების მაჩვენებლით რუსეთი მეორე ადგილს იკავებს, პირვე

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: bpn.ge




მაისიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi უმასპინძლებს. სასტუმროს გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი, დედაქალაქის მერი და ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ.

პროექტის განხორციელებისთვის ინვესტორმა 48 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.

სასტუმროს არქიტექტურა ბუნებრივადაა შერწყმული მუზეუმების ძველ უბანთან. სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობებს შორისაა მოქცეული.

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: imedinews.ge




ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 3, 4 და 5 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის იპოდრომზე (ლისის ტბა), გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი - VTB CUP 2019.

შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება წინაღობათა გადალახვა. მონაწილეობას მიიღებენ მხედრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ირანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: on.ge




სარკინიგზო გადაზიდვებში ტვირთების ზრდის მიზნით, რკინიგზით მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ და „საქართველოს რკინიგზამ“ ფასდაკლება ფოთის მარცვლეულის ტერმინალიდან სომხეთის მიმართულებით შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირებაზე ერთობლივად დააწესეს.

ცნობისთვის, აპრილში შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირების განახლებული ტარიფით პირველი ტვირთი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ საკვანძო პარტნიორებმ

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: bpn.ge




ისნის რაიონის გამგეობამ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნები ვაზისუბნის II მიკრორაიონის N11 კორპუსის მიმდებარედ, ასევე, ავლაბარში, კვეზერელი-კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზე მოეწყო.

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: pia.ge




სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ვახტანგ ქინქლაძემ თანამდებობა დატოვა. კომპანიის ცნობით, ქინლაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და ის სხვა სამსახურში გადავიდა.

ვახტანგ ქინქლაძემ კომპანია „თელასში“ მუშაობა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. 

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: 1tv.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ