სიახლეები
ნავიგატორი
გამოტანილია 07-05-2019-ის სიახლეები


უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ, სახელმწიფო ბიუჯეტის სავარაუდოდ ბოროტად გამოყენების ფაქტზე, უკრაინის რადის სპიკერის ანდრეის პარუბის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ დეპუტატი კატარში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს Intercontinental Doha-ს აუზში ცურავს. ეს მოხდა მაშინ, როდესაც პარუბი პარლამენტთაშორისი კავშირის 140-ე ასამბლეას ესწრებოდა. პარლამ

დამატებულია: 07-05-2019
წყარო: imedinews.ge




ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით 2019 წლის ბიუჯეტში პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა რომ ბიუჯეტის პროექტში ამ კუთხით ცვლილება შევიდეს. ამის შესახებ მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა, სადაც 2019 წლის სამი თვის შესრულების ანგარიში წარადგინა.

„როდესაც იყო ნათქვამი, რომ 2022 წელს იქნება მასწავლებლის ხელფასების მატება, ასევე 2020 წელს, იქვე იყო განცხადე

დამატებულია: 07-05-2019
წყარო: intermedia.ge




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გურიაში პრესტური გაიმართა. სხვადასხვა მედიასაშუალების 30-მდე წარმომადგენელი ოზურგეთში ქართული ჩაის პირველ ფესტივალს დაესწრო.

ღონისძიებაში ქართული ჩაის ოცამდე მწარმოებელი მონაწილეობდა, როგორც გურიიდან, ასევე საქართველოს სხვა რეგიონიდან.

დამატებულია: 07-05-2019
წყარო: 1tv.ge




3 მაისის მონაცემებით დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 10-მა დეპუტატმა დატოვა. მონაცემები On.ge-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდეს. იმ 10 დეპუტატში, რომელიც დაგროვებით საპენსიო სქემაში აღარ მონაწილეობს. ქართული ოცნებისდეპუტატები არ არიან.

40 წლამდე პირებისთვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა სავალდებულოა, 40 წლამდე მყოფ პირებს კი შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში სისტემა დატოვონ.

დამატებულია: 07-05-2019
წყარო: on.ge




ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და აპარატის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ყველაზე ხშირად წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებზე.

„ვისაუბრეთ იმ სისტემურ სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკურ და ბიზნესის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვცვლით ინფორმაციას. განსაკუთრებით აქტუალურია სასამარ

დამატებულია: 07-05-2019
წყარო: 1tv.ge




საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ერთად, ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

როგორც ცქვიტიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, გზის მშენებლობის სამუშაოები თითქმის დასრულების ფაზაშია და დროზე ადრე, დაახლოებით ივლისის თვეში გაიხსნება გზა.

დამატებულია: 07-05-2019
წყარო: imedinews.ge




ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფაა.

რუსეთის რკინიგზამ ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომლის სათაურია „რუსული სარკინიგზო ლიანდაგი შესაძლოა, თურქეთამდე გაგრძელდეს“.

დამატებულია: 07-05-2019
წყარო: 1tv.ge




აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, რომელზედაც სამუშაოები წელს დაიწყება, – ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანისა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, შიქსინ ჩენის (Shixin Chen) შეხვედრაზე აღნიშნა.

უწყების ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებზე, მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის მხარდაჭერილი საინვესტ

დამატებულია: 07-05-2019
წყარო: 1tv.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ