სიახლეები
ნავიგატორი
გამოტანილია 17-07-2019-ის სიახლეები


მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ „ტექნიკური რეგლამენტი - ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიიღო. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობა უნდა უზრუნველყოს ბიზნესოპერატორმა, ხოლო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო




გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით — 20-21 ივლისს, ზუგდიდში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს გამართავენ.

ორდღიანი ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ქალების ჩართულობისა და შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: UN Women Georgia




ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ყავის ადგილობრივმა მწარმოებელმა ახალი პროდუქტები შემატა ბაზარს და საექსპორტო ბაზრების სამომავლო გაფართოებასაც გეგმავს.

ბევრის დილა ყავით იწყება. ბევრიც ყავას დღის განმავლობაში რამდენჯერმე სვამს. ბევრიც ეთანხმება ერლ ვილსონის ფრაზას, რომ მეცნიერებას ჯერ არ გამოუგონებია იმაზე ეფექტიანი კომუნიკაციის საშუალება ვიდრე ყავის შესვენება.

სწორედ ყავის სიყვარულმა უბიძგა ახალგაზრდა ქართველ

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის




17 ივლისს, 19:30-ზე, გაიმართება შეხვედრა Wehost-ის დამფუძნებელ ნიკა ანჯაფარიძესთან, თემით "რა უნდა ვიცოდეთ Airbnb და Booking.com-ის შესახებ".

შეხვედრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: www.statusevents.ge

კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი ნიკა ანჯაფარიძე, დაგროვილ გამოცდილებაზე დაყდნობით ისაუბრებს ბინის დღიური გაქირავების უპირატესობებსა და რისკებზე; რა ტენდენციაა მსოფლიოში Airbnb და booking.com-თან დაკავშირებით, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ საქართველოში დ

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: TBC Status - თიბისი სტატუსი




ორშაბათს, 22 ივლისს 14:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარე საერთაშორისო ICT ტენდერის ფარგლებში.

ტენდერის მიზანია გამოვლინდეს კომპანია, რომელიც შემოდგომიდან, ორი წლის განმავლობაში, 3000 ადგილობრივ ICT (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) პროფესიონალს გადაამზადებს და მისცემს შესაძლებლობას მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერტიფიკატი.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia




NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს. კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოში კინოგადაღების მიმართულებით არსებობს. ამ კონტექსტში განხილული იყო პროგრამა - „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებში NBC UNIVERSAL-თან ხანგრძლივი კომუნიკაციის ისტორია არსებობს.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში




„თხილის გადარჩენის პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. დარგის სპეციალისტებმა თხილის ნარგავებში ჩატარებული აგროსამუშაოების შედეგები და სამომავლო ღონისძიებები განიხილეს. აღინიშნა, რომ ძირითადი შედეგი მიღწეულია - ფერმერები აქტიურად ასრულებენ თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოებს და ამ ეტაპზე აუცილებელია ჩატარდეს ბოლო ორი მთავარი შეწამვლაც.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: სურსათის ეროვნული სააგენტო




2019 წლის 16 ივნისს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, ქვემო ქართლის რეგიონის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაატარეს ფოკუს - ჯგუფი. სამიზნე ჯგუფი იყო ადგილობრივი ლიდერი და მეწარმე ქალები, რომლებიც სარგებლობენ/არ სარგებლობენ ქალთა ოთახის სერვისით.
ფოკუს- ჯგუფის ჩადარების მიზანი იყო, მუნიციპალიტეტში არსებული ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება, შემდგომი მუშაობის ეფექტიანად დაგეგმარებისთვის.

დამატებულია: 17-07-2019
წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი





სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ