სიახლეები
ნავიგატორი
გამოტანილია 30-08-2019-ის სიახლეები


GDG-ის ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალი Devfest ბრუნდება!
დევფესტის მთავარია წარმდგენია GDG თბილისი. გენერალური სპონსორები Google და Fintech.ge.


ღონისძიება 8 სექტემბერს, ტექნოპარკში ჩატარდება. ერთი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაესწრონ სემინარებს, პრაქტიკულ CodeLab-ებს, ჩაერთონ დისკუსიებში ან უბრალოდ სასიამოვნოდ გაატარონ დრო.

დამატებულია: 30-08-2019
წყარო: Google Developers Group (GDG) Tbilisi




8 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება ტკბილეულის ფესტივალი. თქვენ აქ დაგხვდებათ ტკბილეულის მრავალფეროვნება, საზეიმო განწყობა, სასიამოვნო მუსიკა, უამრავი სიურპრზი, გათამაშებები, გასართობი პროგრამა, ანიმატორები, ფერადი გარემო და სუფთა ჰაერი.

დამატებულია: 30-08-2019
წყარო: მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park




პარასკევს, 30 აგვისტოს, "კაფე გალერიში" გაიმართება კოკა არჩვაძის წიგნის - "ჩინური დღიური" - პრეზენტაცია.

წიგნს თავად ავტორი და მწერალი ერეკლე დეისაძე წარადგენენ.

დასწრება თავისუფალია.

დამატებულია: 30-08-2019
წყარო: სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing and CAFE-GALLERY




გალში თხილის მოსავლის აღება სრულდება. გალის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს აგრონომის ლერი შონიას განცხადებით, მოსახლეობა წლევანდელი მოსავლით კმაყოფილია.

"მოსავლის 70-80% ავიღეთ. ყველგან, სადაც პლანტაციები შეწამლეს, კარგი მოსავალი მივიღეთ. მიმდინარე წელს გალის რაიონში 5 - 6 ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან", - თქვა შონიამ.

დამატებულია: 30-08-2019
წყარო: radioatinati.ge





სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ