თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელების მიზნით, ახალი შეთანხმება გაფორმდა. ფინანსურ დოკუმენტს თბილისის მერი, ფინანსთა მინისტრი და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი აწერენ ხელს.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ახალი ავტობუსები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) პირებზე. EBRD 17 მილიონ ევროს გამოყოფს, რომლითაც საქართველს 6 ქალაქისთვის დაახლებით 175 ავტობუსს შეიძენენ.
დამატებულია: 02-12-2019 წყარო: TV იმედი