|
35206 |
---|
![]() |
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა - 2021 |
უნიკალური ნომერი: 001020
განაცხადების განხილვა 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ, გამონთავისუფლებული ბიუჯეტის ათვისების მიზნით, 20,000 -დან 100,000 ლარამდე და 100,000 და მეტი ღირებულების ახალი ტექნიკის თანადაფინანსების ნაწილში განაცხადების მიღება 26 ოქტომბერს 12 საათზე განახლდება.
პროგრამის შესახებ
განაცხადების მიღება შეწყდება განაცხადების დონეზე პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვისას, ხოლო განხილვა მოხდება განაცხადების რიგითობის მიხედვით.
თითოეული ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვებ-გვერდზე განთავსდება განმარტებითი ვიდეო ინსტრუქცია, რათა გასაგები და ადვილი იყოს თითოეული ეტაპის გავლა და ელექტრონული განაცხადის დროული წარმოდგენა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა ინიცირებულია და მის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 50,000,000 ლარს :
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.
შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი, ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი), ტრაქტორზე მისაბმელი (იმპლემენტი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკა: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს :
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
შპს - სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიისგან დასაშვებია მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათ შორის კომბაინის შეძენა.
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: ინფრასტრუქტურა და მშენებლობა; ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა;
დამატებულია: 22-10-2021
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 10065 დღე;
08-08-2022 კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მობილობის გრანტების ახალი კონკურსი |
---|
09-03-2021 ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში |
25-01-2019 ბიზნეს სესხი ქალი მეწარმეებისთის – თიბისი ბანკი |
07-01-2022 სასტუმრო ინდუსტრია |