projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
97



სტრატეგიული საგრანტო კონკურსი

უნიკალური ნომერი: 000481

კონკურსის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს თემაზე "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება".

კონკურსი ცხადდება პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.

საგრანტო კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა რეფორმების ეფექტიან განხორციელებას.

კონკურსის ამოცანაა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ან რეგიონული განვითარების სტრატეგიებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. იმ ორგანიზაციათა მონაწილეობა, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული ან ძირითადად თბილისში საქმიანობენ, დაიშვება მხოლოდ პარტნიორის (თანაგანმცხადებლის) სახით.

ორგანიზაციას შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი წარმოადგინოს. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა. თანაგანმცხადებელს შეუძლია კონკურსში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტში იყოს ჩართული.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com

გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ "GrantCSSI_2019". განაცხადის გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 2 სექტემბერი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ:

დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com

დაგვირეკოთ (995 32) 2 39 90 19

საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი, გრანტების მენეჯერი.


წყარო : http://jobs.ge

დამატებულია: 25-07-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 02-09-2019

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 12 დღე;


24-01-2019

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

23-01-2019

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“

25-01-2019

მედიის მხარდაჭერა

21-01-2019

თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით

21-01-2019

თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით

24-01-2019

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

23-01-2019

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“

25-01-2019

მედიის მხარდაჭერა


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ