projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
232



სასოფლო-სამეურნეო მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა

უნიკალური ნომერი: 000076

“მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“

სახელმწიფო პროგრამა

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის N326 დადგენილება “მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ


“მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება საქართველოში თაფლის გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით.


პროგრამის მიზანია:

• თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი საწარმოო ციკლის) შექმნის უზრუნველყოფა;
• თაფლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
• გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
• თაფლის საექსპორტო პოტენციალის ზრდა;
• სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.


პროგრამის ამოცანებია:


• თაფლის საწარმოო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება;
• თაფლის საწარმოო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭების გზით, თაფლის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების, განვითარებისა და გაძლიერების სტიმულირება;
• თაფლის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სტიმულირება.

კაპიტალური ინვესტირება


კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება მიწის ნაკვეთზე თაფლის საწარმოსათვის განკუთვნილი 550მ2 შენობა-ნაგებობის აშენება და მისი აღჭურვა საოფისე ავეჯით, ინვენტარით და დანართი N1-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით.

დანართი 1

თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვილობა

რაოდენობა

თაფლის რეზერვუარი (1500 ლიტრი, ორკედლიანი, გამათბობლით)

1

თაფლის საკუპაჟე შემრევით 2 კედლიანი (750 ლიტრი)

2

თაფლის საკუპაჟე შემრევით 2 კედლიანი (1500 ლიტრი)

2

სწრაფი გამავლობის ფილტრი

1

ნეილონის ფილტრი

1

ტუმბო 1500 ლ/სთ

5

მაგიდა უჟანგავილითონის 2 სამუშაო ადგილით (2000 x 800 x 850)

4

თაფლის ჩამოსასხმელი ტექნოლოგიური ხაზი (თაფლის ჩამოსხმა, ქილების მიწოდება, ქილების მოხუფვა,

ხუფზე ჩაჩის დატანა, ხუფზე ჩამოსხმის თარიღის და

შენახვის ვადის დატანა ლაზერით, ეტიკეტირება) წარმადობა 400 ლ/სთ

1

CIP რეცხვის სისტემა

1

მინიპაკეტებში ჩამოსხმის დანადგარი

1

ფიჭის დამამზადებელი დანადგარი

1

წყლისგამაცხელებელი

1

ელექტრო სასწორი (500 კგ)

1

სამუშაო ურიკა - ბიდონებისთვის

1

სამუშაო ურიკა - პალეტებისთვის

1

ქილებისსტერილიზატორი (ახალი, პირველადი გამოყენების ქილების ჰაერით მყარი ნაწილაკებიდან გასუფთავება და ულტრაიისფერი დასხივებით მიკრობიოლოგიური სტერილიზაცია)

1

სამრეწველო არმატურა

მილები (მეტრი)

150

ონკანი

14

მუხლი

40

გადამყვანი

10

სწრაფჩამხსნელი

30

გენერატორი 15კვტ

1

შტრიხ-კოდი

1

რეფრაქტომეტრი (შაქრები, წყლისშემცველობა)

1

PH-მეტრი + ელ. გამტარობისელექტროდი

1

სპექტროფოტომეტრი (ოქსიმეთილფურფუროლისანალიზისთვის)

1

ციფრულიკოლორიმეტრი

1

მუფელის ღუმელი

1

მიკროსკოპი

1

სალაროაპარატი

1

ტრანსფორმატორი 200 კვტ

1

თაფლის საწარმო უნდა მოიცავდეს შენობა-ნაგებობას, რომელშიც განხორციელდება თაფლის გადასამუშავებელი მანქანა-დანადგარების და ინვენტარის განთვსება და სასაწყობო ფართისა და 30 პირისათვის განკუთვნილი აუდიტორიის მოწყობა.

თაფლის საწარმოს წარმადობა უნდა იყოს დღეში არანაკლებ 2 (ორი) ტონა თაფლის გადამუშავება, დაფასოება და შენახვა, ასევე, ერთგვაროვანი თაფლის წარმოება.

შენობა-ნაგებობა თავისი ძირითადი კონსტრუქციებისა და სხვა დანადგარების რაოდენობრივი, თვისობრივი და ლოკალიზაციის მახასიათებლებით არ უნდა საჭიროებდეს მნიშვნელოვან ცვლილებას (მონტაჟი/დემონტაჟი/რეკონსტრუქცია) მონაწილის მიერ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazard Analysis and Critical Control Points) სისტემის დანერგვისათვის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პირობები

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის მომენტში აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

• განაცხადის წარდგენისას სააგენტოსაგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული აქვს და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს ხარვეზი.

• პრეტენდენტის მეპაიეები არიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 35 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;

• პრეტენდენტს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში გააჩნია ჯამურად არანაკლებ 7000 სკა, რომელიც აღრიცხულია სააგენტოს მიერ;
• პრეტენდენტის თითოეულ მეპაიეს საკუთრებაში გააჩნია სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 200 სკა;

• არ გააჩნია მიმდინარე საგადასახადო დავალიანება;


• პრეტენდენტ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში ჩამოყალიბებულია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება არანაკლებ 5 (ხუთი) წევრისაგან;

• პრეტენდენტის გამგეობა შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისაგან, რომელთაგანაც მინიმუმ ორი წარმოადგენს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს;


• პრეტენდენტის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა არანაკლებ 15%-ს შეადგენენ ქალები ან/და დევნილები.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: acda.gov.ge

დამატებულია: 21-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 01-01-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 133 დღე;


02-07-2019

კონკურსი ჟურნალისტებისათვის

28-01-2019

პროექტი ზრდა საქართველოში

21-01-2019

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

16-08-2019

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - პროტოტიპირება

16-08-2019

მცირე გრანტი ფიზიკური პირებისთვის - პროტოტიპირება

02-07-2019

კონკურსი ჟურნალისტებისათვის

28-01-2019

პროექტი ზრდა საქართველოში

21-01-2019

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ