ნაპოვნია 2
-
EIT Urban Mobility — SME Market Expansion Open Call 2027
EIT Urban Mobility 10-მდე მცირე და საშუალო საწარმოს თითოეულს €60 000-ს აძლევს, რომ უკვე მზა ქალაქის მობილობის გადაწყვეტა (ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ელექტრიფიკაცია, მონაცემები) ახალ რეგიონში ან სექტორში რეალურ კლიენტთან გამოსცადოს. მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირისა და Horizon Europe-ის ასოცირებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, საწარმოებს. განაცხადი — 1 დეკემბრამდე.
-
EIT უმაღლესი განათლების ინიციატივა — საგრანტო კონკურსი 2026 (EIT HEI Call 2026)
ევროპის ინოვაციისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი (EIT) 1.25 მლნ ევრომდე აფინანსებს უნივერსიტეტებისა და ბიზნესის კონსორციუმებს, რომლებიც ავითარებენ მეწარმეობის სწავლებას, ტექნოლოგიების გადაცემასა და სტარტაპების შექმნას. ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შეუძლიათ მონაწილეობა, როგორც Horizon Europe-ის ასოცირებული ქვეყნის ორგანიზაციებს. განაცხადი — 13 იანვრამდე.