სიახლეები
projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი

თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება და ღია სივრცეებში მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადი ხდება. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მოამზადა.

დამატებულია: 24-02-2019
წყარო: bpn




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: newposts




“ბაკურიანი” კოსმეტიკურ ბაზარზე შედის და „ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეის გამოუშვებს. აღნიშნული bm.ge-ს “აიდიეს ბორჯომშიც” დაუდასტურეს. 
ახალი პროდუქტი გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანის დასატენიანებლად წელიწადის ყველა დროს. ბაკურიანის მინერალური წყლის სპრეი აფთიაქებსა და დიდ სუპერმარკეტებში, თავის მოვლის საშუალებებისთვის განკუთვნილ განყოფილებებში გაიყიდება. ახალი პროდუქტი დახლებზე მარტში გამოჩნდება.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული 100 მლნ ევროს სესხის პროფილის შეცვლის მიზეზს განმარტავს. 
საქმე იმაშია, რომ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას ხელი 2016 წელს მოეწერა.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივიშვილი ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ტურიზმის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. 


მარიამ ქვრივიშვილმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო და ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




საბავშვო ხალიჩების(პაზლების) მწარმოებელ ჩეხური კომპანიას Maly Genius წარმოება საქართველოში გადმოაქვს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია "Ku biki"-ის დამფუძნებელმა დავით კაციტაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში ჩეხური კომპანიის პარტნიორები სწორედ ისინი იქნებიან. მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. 
 

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას 2018 წლის 1 მარტიდან დაექვემდებარა. 
სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გასული წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 56 438 ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდებოდა. სწორედ ამ მოცულობის ოქმები შედგა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე. 

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




ქართული ხის სათამაშოები საფრანგეთში, გერმანიასადა ესპანეთში გაიყიდება- როგორც კომპანია "Ku biki"-ის დამფუძნებელმა დავით კაციტაძემ Bm.ge-ს განუცხადა, ამჟამად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოთხ ახალ კომპანიასთან, რომელთაც ქართული სათამაშოების შეძენა სურთ, ესენია: გერმანული (Helga Kreft) ფრანგული (Nathan) და ბერძნული(Tsironis) და ჰოლანდიური (Bodde). გასულ წელს კომპანია სათამაშოებს გერმანიასა და საფრანგეთში ყიდდა, წელს კი საექსპორტო არეალი ფართოვდება. 

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული საბანკო ბრენდების რეიტინგში 5 ჩინური ბანკი მოხვდა. რეიტინგი, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, Brand Finances-ის მიერ არის შედგენილი.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bpn




თურქეთი საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2019 წლის იანვარში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 112 მლნ დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით თურქეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bpn




22 თებერვალს, GIPA-ს „ფრონტალინ კლუბ ჯორჯიაში“ პროექტ „ბიზნეს ამქარის“ პრეზენტაცია, გაიმართა, რომელიც A2B (Academy to Business) მოდელზეა აგებული; პროექტს GIPA და თიბისი ბანკი ერთობლივად განახორციელებენ. 
 

დამატებულია: 22-02-2019
წყარო: bm.ge




თიბისის მობაილბანკს პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი დაემატა. ამიერიდან მობაილბანკის საშუალებით თანხის გადარიცხვა უკვე ხმოვანი ასისტენტის დახმარებით არის შესაძლებელი.

ამისათვის საჭიროა, მომხმარებელმა მობაილბანკის მთავარ გვერდზე დააჭიროს ხმოვანი ასისტენტის სიმბოლოს, უთხრას რომელ შაბლონთან რამდენი ლარის გადარიცხვა სურს და თანხა გადაირიცხება.

დამატებულია: 22-02-2019
წყარო: commersant.ge







სიახლეების გამოწერა


2019 Dec
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ