|
| 1783 |
|---|
წინასწარი მონაცემებით, ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულები $7 მილიარდით დააზარალა
| ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ მიერ მიყენებული ზარალი დაითვალეს. კომპანია Karen Clark & Company-ს ცნობით, რომელიც კატასტროფების მოდელირებაზე მუშაობს, წინასწარი მონაცემებით სტიქიამ კუნძულები $7 მილიარდით დააზარალა. კომპანიის ანგარიშში ასახულია ზარალი სამშენებლო სფეროში, ისევე როგორც ბიზნესის გაჩერებით და უძრავი ქონების დაზიანებით გამოწვეული დანაკარგები. „დორიანი“ ბაჰამებზე რამდენიმე დღე მძვინვარებდა. სტიქიის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. კუნძულის მთავრობის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზარდება, რადგან ათასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. |

06-09-2019
წყარო: imedinews.ge
|
25-07-2019 სოციალური მედიის მართვა - Live დემო ლექცია |
|---|
|
04-03-2019 საქართველოს ბანკი მარტში ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს |
|
14-10-2022 EBRD-ის 2023 წლის ლიტერატურულ პრემიაზე განაცხადების მიღება დაიწყო |
|
18-03-2019 2018 წლის IV კვარტალში ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა |