|
686 |
---|
არტ-ნამუშევრების კონკურსი “არა ფემიციდს”
საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში არტ-ნამუშევრების კონკურსს “არა ფემიციდს” აცხადებს. არტ- ნამუშევრების კონკურსი 2022 წლის ნოემბრის ბოლოს ჩატარდება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები (ნახატი, ქანდაკება, ფოტოსურათი და სხვა კომპოზიცია). – საკონკურსო ნამუშევარი ქალთა ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე უნდა იყოს შესრულებული. – საკონკურსო ნახატის ან/და ფოტოსურათის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 60/80 სმ-ს. – არტ – ნამუშევარი შესაძლებელია შესრულებული იყოს როგორც ხელით, ასევე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. კონკურსზე წარმოდგენილ არტ -ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს და პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2022 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN. არტ-ნამუშევრის წარმოდგენა შესაძლებელია 2022 წლის 14 ნოემბრამდე მისამართზე თბილისი, გორგასლის ქ.№24. (საქართველოს გენერალური პროკურატურა).
საკონკურსო ნამუშევრის წარმოდგენისას მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს გენერალური პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის უფროს კოორდინატორს, ხატია ბაშარულს – khbasharuli@pog.gov.ge; ტელ. 032 2 40 51 05
წყარო: https://stipendia.ge/ |
26-10-2022
წყარო: საქართველოს პროკურატურა
21-03-2019 გაცნობებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს გუნდი მზადებას იწყებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით |
---|
27-08-2019 საქართველოს დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 8.6%-ს შეადგენს. |
24-05-2019 კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია |
14-11-2022 ტრენინგი - ციფრული უსაფრთხოება და ეთიკური მედიაგაშუქება |