დღეიდან, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება
ნავიგატორი
2384


დღეიდან, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება

14 თებერვლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.

სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად იზრდება ხანძრით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ყველა შენობაში დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები, რამაც უნდა უზრუნველყოს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.

სამსახურის ინტერესში არ შედის სანქციების გატარება. მთავარი ინტერესია, ყველგან დაცული იყოს მოქალაქეების სიცოცხლე. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის, გასცეს კვალიფიციური რეკომენდაციები და დააწესოს გონივრული ვადები პრობლემების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15-02-2019

წყარო: bpn

05-05-2019

საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს წელსაც უერთდება

23-12-2022

კატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები

16-03-2023

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024

31-03-2019

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში რუსეთიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

31-03-2019

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში რუსეთიდან და თურქეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

05-05-2019

საქართველოს ბანკი Wings for Life World Run-ს წელსაც უერთდება

23-12-2022

კატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები

16-03-2023

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ