კონკურსი ჟურნალისტებისთვის ახალგაზრდობის თემაზე
ნავიგატორი
398


კონკურსი ჟურნალისტებისთვის ახალგაზრდობის თემაზე

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან (JRC) თანამშრომლობით, ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვევს ახალგაზრდობის თემატიკაზე, კერძოდ კი ახალგაზრდებს შორის ე.წ. NEET ჯგუფის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსი ფოკუსირებულია NEET ახალგაზრდებზე, რაც გავრცელებული განმარტებით, ახალგაზრდების ისეთი ჯგუფია, რომელიც არ არის დასაქმებული, არ იღებს განათლებას, და, ზოგადად, არ არის აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული.

საქართველოში, პანდემიამდელი კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებში NEET მაჩვენებელი 30%-ს აღწევდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, მით უფრო იმ ფონზე, რომ ახალგაზრდების წილი ზოგად მოსახლეობაში, დემოგრაფიული პრობლემების გამო, მცირდება და მათი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას სულ უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

კონკურსის ფარგლებში ჩვენ ველით, რომ NEET მაჩვენებლის ჭრილში თქვენი მასალები აუდიტორიას დაეხმარება:

• ახალგაზრდებთან დაკავშირებული პოლიტიკის უფრო ფართო კონტექსტით გააზრებაში, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე;

• თქვენი ჟურნალისტური ნაწარმოებები უკეთ აჩვენებს აუდიტორიას – რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და ამავდროულად პასიურობის პრობლემას, როგორია ამ კუთხით დაინტერესებული მხარეების – მთავრობის, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, ბიზნესის, საგანმანათლებლო ინსტიტუტების როლი და ჩართულობა?

ჩვენ ველით, რომ აქტიური მედიაპლატფორმებით გავრცელებული თქვენი მასალები ამ საკითხების გაშუქებისას ეყრდნობა ე.წ. პრობლემის გადაწყვეტაზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკას, რომელიც არა მხოლოდ აღწერს პრობლემას, არამედ გვთავაზობს მისი გადაჭრის გზებს.

ჩვენ ველით, რომ ახალგაზრდებში ე.წ. NEET ჯგუფის გაშუქებისას თქვენ სწორად გადაჭრით ეთიკურ დილემებს, მიმართავთ ინკლუზიური გაშუქების მიდგომებს (იხილეთ რეკომენდებული გაიდლაინი) და იმოქმედებთ პრინციპით – ,,არ ავნო“.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 საუკეთესო განაცხადი, შემდეგ ნომინაციებში:

1.       საუკეთესო აუდიო-ვიზუალური მასალა (პრიზი: ტექნიკის 800 ლარიანი ვაუჩერი)

2.       საუკეთესო აუდიო მასალა (პრიზი: ტექნიკის 800 ლარიანი ვაუჩერი)

3.       საუკეთესო ტექსტურ-გრაფიკული მასალა (პრიზი: ტექნიკის 800 ლარიანი ვაუჩერი)

კონკურსში მონაწილეობის პირობები: 

დაინტერესების შემთხვევაში საკონკურსო განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ​  მიმდინარე წლის 19 თებერვლამდე შემდეგ ელ. ფოსტებზე ერთდროულად: jrcgeorgia@gmail.com და communications@cenn.org. ელ.ფოსტის აღწერაში მიუთითეთ „CENN/JRC მედიაკონკურსი“.

გთხოვთ, მასალები გამოაგზავნოთ Word-ის დოკუმენტის სახით, რომელშიც მოცემული იქნება თქვენი სახელი, გვარი, რეგალია, სამუშაო ადგილი (მედიაპლატფორმა), ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო ელ.ფოსტა და გამოქვეყნებული მასალის ბმული (თუ ბმული არ იძლევა ინფორმაციას გამოქვეყნების თარიღზე, მიუთითეთ თარიღიც).

კონკურსი ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

 


 

წყარო: Journalism Resource Center

30-01-2023

წყარო: CENN

25-02-2019

ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი გრძელდება 2 000-მდე კანდიდატმა გასაუბრება უკვე გაიარა

11-04-2019

აუდიტის სამსახური - შესყიდვების დროს შპს „საქაერონავიგაციის" მხრიდან მთავრობის დადგენილების მოთხოვნები დაირღვა

25-05-2023

ვმასპინძლობთ სვანეთს – „ქართული კუთხეების ფესტივალი“ გრძელდება

07-05-2019

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ღარიბია ევროპაში

07-05-2019

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ღარიბია ევროპაში

25-02-2019

ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების ფორუმი გრძელდება 2 000-მდე კანდიდატმა გასაუბრება უკვე გაიარა

11-04-2019

აუდიტის სამსახური - შესყიდვების დროს შპს „საქაერონავიგაციის" მხრიდან მთავრობის დადგენილების მოთხოვნები დაირღვა

25-05-2023

ვმასპინძლობთ სვანეთს – „ქართული კუთხეების ფესტივალი“ გრძელდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ