|
| 942 |
|---|
ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები 2023-2024 აკადემიური წლისათვის
| ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს 2023-2024 აკადემიური სასწავლო წლისათვის ინდონეზიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის. ძირითადი მოთხოვნები KNB სტიპენდიის მისაღებად: KNB სტიპენდიის მფლობელმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ინდონეზიური ენის მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც გრძელდება ერთი აკადემიური წელი. ბაკალავრიატის საფეხურზე სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატის მაქსიმალური ასაკია 25 წელი, მაგისტრატურის საფეხურის კანდიდატისა – 35, დოქტორანტურის კი – 40 წელი. კანდიდატს სტიპენდიის მისაღებად ანალოგიურ საფეხურზე აქამდე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ხარისხი და უნდა ფლობდეს წინა სასწავლო საფეხურის დიპლომს, ბაკალავრიატის შემთხვევაში – სკოლის ატესტატს. ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის სტიპენდიის ხანგრძლივობა 8 სემესტრია (48 თვე), მაგისტრატურის სტუდენტებისათვის – 4 სემესტრი (24 თვე), ხოლო დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის – 6 სემესტრი (36 თვე). დაინტერესებული პირებისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 თებერვალი. განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ბმულს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი. ინდონეზიის მთავრობის სტიპენდიების გზამკვლევი
|

09-02-2023
წყარო: ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობა
|
17-02-2023 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას გამართავს |
|---|
|
15-03-2019 მამუკა ბახტაძე: ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში - მე-6, ხოლო ევროპაში პირველ ადგილზეა |
|
22-02-2019 საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგი ონლაინ სისტემით მოხდება |
|
29-03-2019 ეროვნული ბანკი "გლობალური ფულის კვირეულის" აღნიშვნას განაგრძობს |