|
| 2081 |
|---|
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდა
| როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო პროცესი 2019 წლის 24 იანვარს დაიწყო.
"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით. გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინებების საფუძველზე სს "ელმავალმშენებელი"-დან ამოღებულია 2017-2019 წლების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებულ დოკუმენტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დანიშნულია და მიმდინარეობს თემატური რევიზია.
გამოძიების დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის მიერ, მიმდინარეობდა სს "ელმავალმშენებელის" 2016-2019 წლების პერიოდის საგადასახადო შემოწმება და ინვენტარიზაცია, რომელიც ამჟამადაც გრძელდება", – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ელმავალმშენებელი ქარხნის დასაქმებულებმა კოლექტიური შრომის დავა დაიწყეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლები 6 თვის სახელფასო დავალიანებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ აუღია. |

17-02-2019
წყარო: commersant.ge
|
02-05-2019 თბილისში მსოფლიო ბრენდის ახალი სასტუმრო გაიხსნა |
|---|
|
11-04-2019 Xiaomi-ს დამფუძნებელმა ბონუსად $957 მილიონი მიიღო |
|
03-05-2019 საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand-ი გაიხსნა |
|
07-05-2019 467,8 მლნ ლარი 3 თვეში - რა შემოსავალს იღებენ ბანკები ფიზიკური პირებისთვის გაცემული სესხების პროცენტებიდან |