საფინანო სექტორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგი აღარ არის - რომელ სექტორშია ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში
ნავიგატორი
2021

საფინანო სექტორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგი აღარ არის - რომელ სექტორშია ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში

საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი დარგი საფინანსო სექტორი აღარ არის. ჩამონათვალში საფინანსო და სადაზღვევო სექტორმა პირველიდან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1202.0 ლარი შეადგინა.

2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2144.9 ლარი (წლიური ზრდა 0.6 პროცენტი);

  • მშენებლობა - 1956.4 ლარი (წლიური ზრდა - 1.4 პროცენტი);

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1902.0 ლარი (წლიური ზრდა 7.3 პროცენტი)

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარით, ხოლო კაცების - 1468.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 46.5 და 81.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

18-03-2019

წყარო: bpn.ge

04-10-2019

ქართული კომპანია მსოფლიო ბრენდის M&S ოფიციალური მიმწოდებელი გახდა

29-08-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

10-05-2019

ლოს ანჯელესში 2050 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები ივლის

28-11-2022

საგამოფენო განაცხადების კონკურსი

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ