დასახელდა ცხოვრებისთვის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები
ნავიგატორი
2501

დასახელდა ცხოვრებისთვის ყველაზე იაფი და ძვირი ქალაქები

Economist Intelligence Unit-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, მას მოსდევს, პარიზი და ჰონ-კონგი.

როგორც ცნობილია, კვლევისას 133 ქალაქში აკვირდებიან საერთო საგნების ღირებულებას, მაგალითად, როგორიცაა პურის ფასი. ამის შემდეგ, აკვირდებიან წლის განმავლობაში მოიმატა თუ დაიკლო ფასმა სხვადასხვა საგნებზე.

როგორც „ბიბისი“ წერს, პარიზი 2003 წლიდან ევროპის ტოპ-10 ძვირადღირებულ ქალაქს შორისაა, სადაც ცხოვრება „უკიდურესად ძვირია“: „ქალაქში მხოლოდ ალკოჰოლის, ტრანსპორტის და თამბაქოს ფასი ემთხვევა სხვა ევროპული ქვეყნების ფასებს“.

პარიზში, სილამაზის სალონებში ქალის თმის შეჭრა 119 დოლარიდან იწყება, რაც საკმაოდ ძვირია ციურიხთან შედარებით, სადაც ფასი 74 დოლარია და იაპონიასთან შედარებით, სადაც ქალის თმის შეჭრა 53,46 დოლარი ღირს.

„ევროპულ ქალაქებში ახალი ტენდენციებია, ევროპელები ყველაზე მეტს ხარჯავენ საოჯახო მეურნეობებში, თავის მოვლის საშუალებებსა და გართობაში.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქებია:

სინგაპური

პარიზი

ჰონგ-კონგი

ციურიხი

ჟენევა

ოსაკა

სეული

კოპენჰაგენი

ნიუ-იორკი

თელ-ავივი

Economist Intelligence Unit-მა ყველაზე იაფი ქალაქების ყოველწლიური რეიტინგიც გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზეა ვენესუელის დედაქალაქი კარაკასი, რადგან კარაკასში ჰიპერინფლაცია, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, სამომხმარებლო საქონლისა და მედიკამენტების დეფიციტია.

შარშან ყველაზე იაფი ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილს სირიის დედაქალაქი დამასკო იკავებდა, თუმცა წელს ის მეორე ადგილზეა. ყველაზე იაფი ქალაქების ხუთეულში ასევე ტაშკენტი, ალმა-ატა და ბანგალორი მოხვდნენ.

ყველაზე იაფი ქალაქების ათეულია:

კარაკასი

დამასკო

ტაშკენტი

ალმა-ატა

ბანგალორი

კარაჩი

ლაგოსი

ბუენოს აირესი

ჩენაი

ნიუ-დელი

21-03-2019

წყარო: bpn.ge

27-03-2019

Georgia's Parliament to start practising thematic inquiries

10-04-2019

გამოკითხულთა უმრავლესობა დაგროვებითი პენსიის რეფორმას უარყოფითად, ან ძალიან უარყოფითად აფასებს - TI

01-04-2019

გიორგი ქობულია: ვიმედოვნებთ, რომ Air France მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით

14-11-2022

ევროპის კოლეჯმა 2023-2024 აკადემიური წლისთვის განაცხადების მიღება დაიწყო — სტიპენდიების მოპოვება საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ