DW: ელექტრომობილების ინდუსტრიის უარყოფითი მხარეები
ნავიგატორი
1791


DW: ელექტრომობილების ინდუსტრიის უარყოფითი მხარეები

ყველა თანხმდება იმაზე, რომ საწვავზე მომუშავე ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლა უალტერნატივოა და მას კაცობრიობისათვის სიკეთის მოტანა შეუძლია. როგორც DW წერს, საწვავზე მომუშავე ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: არის ეკონომიური, ნაკლებად აბინძურებს გარემოს და ამცირებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მოთხოვნას.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ელექტრომობილების მასობრივმა წარმოებამ დააზარალა და ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ელექტრომობილების წარმოებაში მომუშავე ადამიანების, მათ შორის კი ბავშვების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუმი ნაიდუმ განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ელექტრომობილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თუმცა არსებული პროგრესი ადამიანების გარკვეული ჯგუფის უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

ელექტრომობილების საწარმოებლად ყველაზე უფრო საჭირო მეტალს ლითიუმი წარმოადგენს, რის გამოც ბოლო პერიოდში მასზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ლითიუმს ძირითადად სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში მოიპოვებენ, განსაკუთრებით კი არგენტინასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

„საჭირო ლითონის მომპოვებელ მაღაროებში ასობით არასრულწლოვანი მუშაობს, რომელთა უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ამგვარად, კომპანიები მომხმარებელს ურთიერთგამომრიცხავი არჩევანის წინაშე აყენებენ: ადამიანები ან პლანეტა. რაც კატეგორიულად დაუშვებელია “- ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ ელექტროძრავების მწარმოებელ კომპანიებს Apple-ის , BMW-ს, Daimler-ისა და Renault-ის მსგავსად საჯაროდ გამოაქვეყნონ ინფორმაცია მათ მიერ დასაქმებული ადამიანების სამუშაო პირობების შესახებ.

25-03-2019

წყარო: bpn.ge

30-05-2019

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

17-03-2019

„ჩვენი პროგნოზით, წელს სადაზღვევო ინდუსტრია 50 მილიონ ლარამდე მოგებაზე გავა“

02-05-2019

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა

06-09-2022

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის ახალ ნაკადს იწყებს

06-09-2022

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის ახალ ნაკადს იწყებს

30-05-2019

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა

17-03-2019

„ჩვენი პროგნოზით, წელს სადაზღვევო ინდუსტრია 50 მილიონ ლარამდე მოგებაზე გავა“

02-05-2019

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ