|
| 1964 |
|---|
შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის. ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ პირობების და მიღწეული შედეგების შესახებ, ხოლო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმოიხილა საქართველოში არსებული ტურიზმის სექტორის მნიშვნელობა. შეხვედრის მიზანი იყო სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში არსებული გამოწვევებისა და კერძო სექტორის საჭიროებების იდენტიფიცირება, რომლის მიხედვითაც გაკეთდება გამოკვეთილ საჭიროებებზე მორგებული პროგრამა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და კომპანიის „ლე როშეს“ ეგიდით. |

27-03-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში
|
16-08-2022 მარნეულსა და ლაგოდეხში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ქალების მხარდასაჭერი პროგრამა იწყება |
|---|
|
25-05-2023 ვმასპინძლობთ სვანეთს – „ქართული კუთხეების ფესტივალი“ გრძელდება |
|
10-04-2019 Visa და MasterCard ბანკებს უკონტაქტო ბარათების გამოშვებას ავალდებულებს - რა ელის ქართულ ბაზარზე მოქმედ ძველ ბარათებს |
|
29-06-2022 Tbilisi Startup Day |