|
| 1744 |
|---|
დღეიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’AIR FRANCE” იწყებს
| 31 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 20:10 საათზე საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია ЭAIR FRANCE“ პირველ რეისს შეასრულებს.,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც მთავრობის წევრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ფრანგი ტუროპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები დაესწრებიან. „2 წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და Tav Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა. პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. (ჩამოფრენა ოთხშაბათსა და კვირას, გაფრენა - ორშაბათსა და ხუთშაბათს),“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. |

31-03-2019
წყარო: bpn.ge
|
09-02-2023 ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 2023-2024 აკადემიური წლისათვის |
|---|
|
17-03-2019 „ანაკლიის პორტი უნდა გახდეს კერძო საკუთრება“ - რამაზ გერლიანი |
|
08-07-2019 „კოოპერატივების ფონდი“-ს მესათბურე კოოპერატივებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო მებაღეობისა და სასათბურე მეურნეობის ექსპერტი ესტუმრა |
|
11-07-2019 კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს |