ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა
ნავიგატორი
1874


ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა უძღვებოდა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

 

ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია, ჩართული მხარეებსა და სამინისტროს შორის კომუნიკაციის გაძლიერება და თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული შეხვედრა იქნება რეგულარული და გაიმართება ყოველკვარტლურად.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დონორებს გააცნო საქართველოში ენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის არსებული ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებასა და ადგილობრივი ენერგოსისტემის ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციას.

 

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში და მადლობა გადაუხადა მათ ამისათვის. მან ასევე აქცენტი გააკეთა სამომავლო პროექტებზე, სადაც ჯერ კიდევ არის საერთაშორისო მხარდაჭერის საჭიროება. საპასუხოდ, დონორმა ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობაზე.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამა "ევროკავშირი ენერგეტიკისთვის" (EU4Energy), USAID-ის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), აზიის განვითარების ბანკის (ADB), მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE), ასევე მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამმართველოს, სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" წარმომადგენლები.

02-04-2019

წყარო: pia.ge

08-04-2019

Netflix-ი ფასებს ზრდის

18-02-2019

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ კომპანია - C-team management consulting-თან ერთად გიწვევთ ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგზე

21-02-2019

15 000-მდე ფერმერისთვის „თხილის დაცვის პროგრამა“ ამოქმედდება

21-07-2023

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies

21-07-2023

მენეჯერთა გადამზადების პროგრამა, „მწვანე ტექნოლოგიები“ - Fit for Partnership 2023 green technologies

08-04-2019

Netflix-ი ფასებს ზრდის

18-02-2019

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV), მის წევრ კომპანია - C-team management consulting-თან ერთად გიწვევთ ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგზე

21-02-2019

15 000-მდე ფერმერისთვის „თხილის დაცვის პროგრამა“ ამოქმედდება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ