|
| 1985 |
|---|
ტოკიოს მეტროში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო
| ტოკიოს მეტროსადგურში „Tennozu Isle“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ,,პირველს" ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. აღნიშნული სადგური წარმოადგენს საგამოფენო ცენტრთან „Terrada Warehouse“ მისასვლელს, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.
სადგური მდებარეობს კუნძულზე და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კუნძულს, რაც ზრდის მგზავრთა ნაკადს აღნიშნულ სადგურში, სადაც დღეში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი გადაადგილდება.
სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და საინფორმაციო ბროშურები „საქართველო ღვინის სამშობლო“, სადაც გადმოცემულია მოკლე ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ.
პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. |

05-04-2019
წყარო: pia.ge
|
15-04-2019 პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II |
|---|
|
23-12-2022 ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024 |
|
26-02-2019 ილონ მასკს მორიგი ტვიტის გამო ედავებიან |
|
15-05-2019 26 მაისის ღონისძიება გორში |