|
| 1962 |
|---|
Boeing-მა პროდუქციის წარმოება შეამცირა
| ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი 737 ტიპის თვითმფრინავის წარმოება Boeing-მა დროებით მას შემდეგ შეამცირა, რაც ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს ეთიოპიასა და ინდონეზიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს. Boeing-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის პროდუქციის წარმოება 52 თვითმფრინავიდან თვეში 42 ერთეულამდე შემცირდება. ლაპარაკია Boeing 737 Max-ის ტიპის ავიახომალდზე. ამ ტიპის თვითმფრინავით შესრულებულ ავიარეისს 10 მარტს ეთიოპიაში ავიაკატასტროფა მოჰყვა. თვითმფრინავში 157 მგზავრი იყო. ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა. ეთიოპიაში ავიაკატასტროფიდან მალევე Boeing 737 Max-ისთვის საჰაერო სივრცე დახურა უამრავმა ქვეყანამ, მათ შორის ჩამონათვალშია საქართველოც. |

08-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
01-05-2019 ევროპის ქვეყნებში თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა |
|---|
|
23-12-2022 კატარის უნივერსიტეტის სტიპენდიები |
|
25-07-2019 მესტიის მუნიციპალიტეტში სათემო მობილიზაციის შეხვედრები დასრულდა (ENPARD III მესტია) |
|
23-02-2019 ქართული ხის სათამაშოები საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და საბერძნეთში გაიყიდება |