„რუსეთიდან შემოყვანილი ცხვარი საქართველოდან, როგორც ქართული, ისე გადის“
ნავიგატორი
1952


„რუსეთიდან შემოყვანილი ცხვარი საქართველოდან, როგორც ქართული, ისე გადის“

„ციფრებში ეჭვი მეპარება, რადგან საქართველოს ასეთი დიდი პოტენციალი არასდროს ჰქონია და გამორიცხულია, საქართველოდან ექსპორტზე ამდენი ცხვარი/ცხვრის ხორცი გასულიყო“ - ამის შესახებ მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ბექა გონაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ცხვრის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „აისეტის“ კვლევითმა ცენტრმა აგრარული მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2018 წელს საქართველოში 7.5 მლნ აშშ დოლარის ცოცხალი ცხვრის იმპორტი განხორცელდა, დაკლული ცხვრის ხორცის (საქართველოდან ბატკნის ახალი ან გაცივებული ხორცის) ექსპორტმა კი 31 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „აისეტის“ ცნობითვე, საქართველოში ცოცხალი ცხვრის იმპორტი ძირითადად, რუსეთიდან ხორციელდება.

ბექა გონაშვილის შეფასებით, თუ საქართველოდან 31 მლნ დოლარის ღირებულების მხოლოდ ცხვრის ხორცი გავიდა ექსპორტზე, იმპორტმა კი 7,5 მლნ დოლარი შეადგინა, „გამოდის, რომ ცოცხალი ცხვრის შემოყვანისას მაქინაცია ხდება და ფასს ნაკლებს წერენ“.

„თუ 31 მილიონი მხოლოდ დაკლული ცხვრის ხორცია, ამას დაახლოებით, 4-5 მლნ დოლარის ცოცხალი ცხვრის ექსპორტის მაჩვენებელიც უნდა დავუმატოთ და 35 მილიონი დოლარის ექსპორტი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, რადგან ჩვენი პოტენციალი 20 მილიონს ვერ სცდებოდა. პირველი აქ მგონია, რომ აღრიცხვიანობის პრობლემაა.

მეორე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ ცხვარი შემოდის რუსეთიდან და აქედან, ხორცის სახით როგორც ქართული ისე გადის. ამას გარკვეული ახსნაც აქვს, რომ მან კოდი შეიცვალა და შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ეს ცხვარი საქართველოშია ნაწარმოები, მაგრამ ამას ქვეყნისთვის და ქართველი მეცხვარეებისთვის რეპუტაციული რისკები აქვს. კერძოდ, როდესაც ირანის მხარე მოთხოვნას აგზავნის, იქ წერია, რომ ეს ცხვარი საქართველოში უნდა იყოს დაბადებული. რუსეთიდან შემოსული ცხვარი კი, რომელიც პირდაპირ სასაკლაოზე მიდის, საქართველოში წარმოებულად ვერ ჩაითვლება და გამოდის, რომ ვიღაცას ვატყუებთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხვალ ის ქვეყანა აღარ მოტყუვდება და ჩაგვკეტავს, კეთილსინდისიერი ქართველი მეცხვარეები დაზარალდებიან,“-აღნიშნა გონაშვილმა.

10-04-2019

წყარო: bpn.ge

03-05-2019

ელექტროსისტემა: იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გამოირთო

30-05-2019

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია

03-05-2019

2019 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა

15-02-2023

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

15-02-2023

500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

03-05-2019

ელექტროსისტემა: იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გამოირთო

30-05-2019

დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია

03-05-2019

2019 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 4.1 პროცენტი შეადგინა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ