2019 წლის სამ თვეში საქართველოში ირანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა
ნავიგატორი
781


2019 წლის სამ თვეში საქართველოში ირანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით საქართველოში ნავთობპროდუქტების (ზეთის, საავიაციო ნავთის, საგზაო ბიტუმის და თხევადი აირის) იმპორტი გაიზარდა.

2019 წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1.6 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,4 ათასი ტონა (25%), შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,3 ათასი ტონა (18,75%), თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (12,5%), გერმანია - 0,1 ათასი ტონა (6,25%), უკრაინა - 0,07 ათასი ტონა (4,3%) და სხვა.

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 4,2 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (3,9 ათასი ტონა).

2019 წლის მარტის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,0 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის მარტში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 2,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 32,50%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 2,4 ათასი ტონა (31,0%), რუმინეთი - 1,4 ათასი ტონა (17,5%), საბერძნეთი - 1,4 ათასი ტონა(17,5%), თურქეთი - 0,3 ათასი ტონა (2,4%).

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 21,6 ათასი ტონა, რაც 6,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (15,2ათასი ტონა).

საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან.

2019 წლის მარტის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7,9 ათასი ტონა. აქედან იმპორტის 98,7% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის პირველი კვარტალის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 19,2 ათასი ტონა, რაც 1 0,1 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (9,1 ათასი ტონა).

სანავთობო ბიტუმს ძირითადად იყენებენ გზების მშენებლობისას, ასფალტის წარმოებისას. მიმდინარე ეტაპზე სეზონის ამ დროისათვის ფიქსირდება საკმაოდ მაღალი მოხმარება. ნავთობიომპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მომავალ თვეებში საგზაო სამუშაოების მასშტაბურად გააქტიურების შედეგად პროდუქციის მოხმარება კიდევ მეტად გაიზრდება.

2019 წლის მარტის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა.

2019 წლის მარტის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 91,4% განხორციელდა რუსეთიდან, ხოლო აზერბაიჯანიდან - 7,2%, ბელარუსიდან - 1,4%.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 2.7 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ( 2,1 ათასი ტონა).

10-04-2019

წყარო: imedinews.ge

01-04-2019

განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“

29-03-2019

ევროკავშირში 2021 წლიდან ყველა სახის ერთჯერადი პლასტმასის ნივთის გამოყენება აიკრძალება

11-04-2019

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანის გადახდისკენ მოუწოდა

02-05-2019

საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო

02-05-2019

საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო

01-04-2019

განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“

29-03-2019

ევროკავშირში 2021 წლიდან ყველა სახის ერთჯერადი პლასტმასის ნივთის გამოყენება აიკრძალება

11-04-2019

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანის გადახდისკენ მოუწოდა


სიახლეების გამოწერა




















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ