|
1562 |
---|
საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა. აღნიშნული წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავალს 3.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება. მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით. 2019 წლის პირველ კვარტალში გადაიზიდა 1.48 მილიონი ტონა მშრალი სავაგონო ტვირთი, 2018 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 9% - ითაა გაზრდილი. 2018 წლიდან საქართველოს რკინიგზით ახალი ტვირთების, კერძოდ ყაზახური ხორბლის და ნახშირის ტრანზიტული გადაზიდვები ხორციელდება. წლის პირველ კვარტალში საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - გადაზიდულია 18 000 კონტეინერი, 2018 წელთან შედარებით მაჩვენებელი 31% - ითაა გაზრდილი. საკონტეინერო ტვირთბრუნვის მატებას საქართველოს რკინიგზაზე გარკვეულწილად ტრანზიტული ტვირთების მზარდი მოცულობა განაპირობებს - ამ მიმართულებით დადებითი ტრენდი 2018 წელს დაფიქსირდა. ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს მშრალი ტვირთების, მათ შორის კონტეინერების მოზიდვასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე. |
11-04-2019
წყარო: pia.ge
17-09-2020 30 ათასლარიანი მიკროგრანტების პროგრამა 5 ოქტომბერს დაიწყება |
---|
18-03-2019 ბერლინში ტრანსპორტით მგზავრობისას ქალები მამაკაცებზე უფრო ნაკლებს გადაიხდიან |
03-10-2022 Visa-მ და ბიზნესფედერაციამ `ქალები მომავლისთვის“ მეწარმე ქალებისთვის კონკურსი გამოაცხადა |
02-05-2019 ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართება |