„ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა
ნავიგატორი
1666

„ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა

საქართველოს მთავრობის 8 აპრილის განკარგულებით, „ნენკსრაჰესის“ ინვესტორ კომპანია „ნენსკრაჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა. მიწების ძირითადი ნაწილი (221 ათასი კვადრატული მეტრი) კომპანიას 55 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცა. საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდებარე მიწებზე.

კომპანიას ასევე გადაეცა სოფელ ჭუბერსა და სოფელ ხაიშის მიმდებარედ 310 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

კომპანია ქონებაში სიმბოლურ ფასს – ერთ დოლარს გადაიხდის, სარგებლობაში გადაცემის პირობა კი 2015 წლის ხელშეკრულების შესაბამისად „ნენსკრა ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღებაა.

მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

შეგახსენებთ, რომ 280-მეგავატიანი „ნენსკრა ჰესი“ ზემო სვანეთში შენდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს.

11-04-2019

წყარო: 1tv.ge

21-12-2022

ქუთაისში 2023 წელს USAID-ის კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყება

26-01-2023

მოკლე ფილმების კონკურსი შშმ პირთა თემატიკაზე

15-02-2019

დღეიდან, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება

20-10-2023

STUDY OF THE UNITED STATES SUMMER INSTITUTE FOR SCHOLARS

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ