|
| 2004 |
|---|
ანაკლიის პორტის მთავარი კონტრაქტორი ამ კვირაში გახდება ცნობილი
| მთავრობასა და საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები ჭიანურდება - ამის შესახებ თიბისი ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მთავარი კონტრაქტორი უკვე ამ კვირაში გახდება ცნობილი. „მოლაპარაკება მთავრობას და ბანკებს შორის ძალიან ჭიანურდება, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან ვადა 15 ივნისამდე გვაქვს. თუ ეს პროცესი ასეთი ნელი ტემპით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული ვადის გახანგრძლივება ვითხოვოთ. აპრილში მხოლოდ 2 წერილი გაიცვალა მთავრობას და ბანკს შორის. იმედი მაქვს, ახლა მაინც აქტიურად დაიწყება მოლაპარაკებები“, - განაცხადა ხაზარაძე. კითხვაზე, თუ რა მიზეზით გადაიდო მოლაპარაკებები, ხაზარაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. „თუმცა პროცესში ისეთი ინსტიტუტები არიან ჩართულები, რომ წესით სახელმწიფოს არ უნდა გაუჭირდეს მათთან მოლაპარაკება“. |

01-05-2019
წყარო: bpn.ge
|
25-10-2022 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართება |
|---|
|
29-05-2019 ახალი 100 და 200-ევროიანი ბანკნოტები მიმოქცევაში შევიდა |
|
24-11-2021 სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტი |
|
14-03-2019 დავით საგანელიძემ ფილიპინებში საქართველოს წყლის რესურსების შესახებ პრეზენტაცია გამართა |