მილიონერების გლობალური მიგრაცია იზრდება - რომელ ქვეყნებში გადადიან მდიდრები საცხოვრებლად
ნავიგატორი
1851


მილიონერების გლობალური მიგრაცია იზრდება - რომელ ქვეყნებში გადადიან მდიდრები საცხოვრებლად

2018 წელს მსოფლიოში მდიდრების მიგრაცია დაჩქარდა. Global Wealth Migration Review-ს მიხედვით, 2018 წელს საცხოვრებელი ქვეყანა დაახლოებით 108,000-მა დოლარიანმა მილიონერმა შეიცვალა, 2017 წელს კი 95,000-მა. ამასთან, მთლიანი კერძო სიმდიდრე მთელს მსოფლიოში 204 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

Global Wealth Migration Review-ს მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში რუსეთი 7 ათასმა დოლარიანმა მილიონერმა დატოვა. მდიდარი ადამიანების მხრიდან ქვეყნის დატოვების მაჩვენებლით რუსეთი მეორე ადგილს იკავებს, პირველ ადგილზე კი ჩინეთია, რომელიც 15 ათასმა მილიონერმა დატოვა. სიაში მესამე ადგილს ინდოეთი იკავებს, რომელიც 5 ათასმა ყველაზე მდიდარმა მოქალაქემ დატოვა. მეოთხე ადგილზეა თურქეთი, მეხუთეზე კი საფრანგეთი, რომელიც 3 ათასმა მილიონერმა დატოვა.

კვლევის მიხედვით, მილიონერების სასურველი საცხოვრებელი ადგილი ავსტრალიაა. სწორედ ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად მილიონერთა უმეტესი ნაწილი. ერთი წლის განმავლობაში ავსტრალიაში 12 ათასი მილიონერი გადავიდა საცხოვრებლად. მეორე ადგილზე აშშ-ია, სადაც საცხოვრებლად 10 ათასი მილიონერი გადავიდა. კვლევის მიხედვით, მესამე ადგილს კანადა იკავებს.

02-05-2019

წყარო: bpn.ge

19-04-2019

მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი

28-11-2022

Investing with Gender Lens - Deep Dive Workshops

25-05-2023

Social Impact Award 2023-ის განაცხადების მიღება დაიწყო!

04-06-2019

2019 წლის საზაფხულო სკოლა

04-06-2019

2019 წლის საზაფხულო სკოლა

19-04-2019

მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსი

28-11-2022

Investing with Gender Lens - Deep Dive Workshops

25-05-2023

Social Impact Award 2023-ის განაცხადების მიღება დაიწყო!


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ