|
| 2029 |
|---|
ევროკავშირი ამერიკული თხევადი გაზის იმპორტს გააორმაგებს
| ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი 2023 წლამდე პერიოდში, შეერთებული შტატებიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტს, წლიურ 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ეს კი შარშან იმპორტირებულ გაზზე დაახლოებით ორჯერ მეტია. აშშ-ის პრეზიდენტი დონოლად ტრამპი და ევროკომისარი ჟან-კლოდ იუნკერი შარშან ივლისში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ტრამპი ევროპულ ავტომობილებზე ტარიფებს არ მოუმატებს, რის სანაცვლოდაც, ევროპა ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის ამერიკიდან იმპორტს გაზრდის. ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების კოორდინაციას აწარმოებს, სპეციალურად გამოქვეყნებული განცხადებით გვატყობინებს, რომ ტრამპთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და მხოლოდ მარტში 1.4 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. |

03-05-2019
წყარო: bpn.ge
|
12-09-2022 სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება |
|---|
|
04-04-2019 აზიის განვითარების ბანკი - საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ნაკლებად დივერსიფიცირებულია |
|
22-05-2023 ტრენინგი: ჰუმანიტარულ პროცესებში შშმ ქალების ჩართულობა |
|
06-03-2019 აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სასწავლებლად სრული სტიპენდიის მოპოვება თქვენც შეგიძლიათ! |