Mercedes-Benz Fashion Week-ს თბილისი 2-6 მაისს უმასპინძლებს
ნავიგატორი
1763


Mercedes-Benz Fashion Week-ს თბილისი 2-6 მაისს უმასპინძლებს

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით, სახვითი ხელოვნების მუზეუმში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi გაიმართება.

მოდის კვირეულის ფარგლებში, 70-ზე მეტი დიზაინერი საკუთარ  კოლექციას მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში გამოფენს, რომლებიც კონცეპტუალური ხელოვნების სივრცეებად გარდაიქმნება. გარდა ამისა, ძირითადი ლოკაციის გარდა, ჩვენებები გაიმართება განსვავებულ სივრცეებში, მათ შორის: ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში, დინამოს სტადიონზე, აეროპორტის ანგარსა და ზურაბ წერეთლის მონუმენტთან.

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, მოდის კვირეულს ბაიერების (შემსყიდველების) უპრეცედენტო რაოდენობა დაესწრება ისეთი პრესტიჟული სავაჭრო სახლებიდან, როგორებიცაა " Galeries Lafayette ", "Buying office", "Harvey Nichols", Net-a-Porter, Printemps Paris, Liberty London, Moda Operandi, Macondo Store, The Gloss, Browns Fashion  

2019-20 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს 48 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარადგენს. მათ შორის, რამდენიმე მათგანი სადებიუტო ჩვენებას გამართავს. მოდის კვირეულის ფარგლებში, ბაიერებთან და უცხოელ მოდის კრიტიკოსებთან  დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებს დაამყარონ ახალი კავშირები მოდის სამყაროს გავლენიან წარმომადგენლებთან.

03-05-2019

წყარო: აწარმოე საქართველოში

23-03-2023

Call for Proposals: Exchanging Notes

23-09-2021

European Union in Georgia

25-04-2019

რა ღირს მარწყვი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში?

11-01-2023

ჯილდო გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გამორჩეული პროექტისთვის

11-01-2023

ჯილდო გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გამორჩეული პროექტისთვის

23-03-2023

Call for Proposals: Exchanging Notes

23-09-2021

European Union in Georgia

25-04-2019

რა ღირს მარწყვი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში?


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ