|
| 1799 |
|---|
პაშა ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კრწანისის ტყე-პარკი დაასუფთავა
| პაშა ბანკმა კრწანისის ტყე-პარკში (ასევე ცნობილია, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი) მასშტაბური გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა. ბანკმა ამჯერად მთლიანი ნაკრძალი - 210 ჰექტარი ფართობის ტერიტორია სრულად დაასუფთავა. პაშა ბანკი ორგანიზაცია CENN-ის მიერ ინიცირებულ გარემოსდაცვით კამპანიას "გარემოს გულისთვის" 2018 წელს შეუერთდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, პაშა ბანკის თანამშრომლები წელიწადში ორჯერ ასუფთავებენ კრწანისის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიას. ამჯერად ბანკმა პარკის სრულად დალაგება გადაწყვიტა და დაქირავებული კომპანიის დახმარებით, ორი დღის განმავლობაში 210 ჰექტარი ტერიტორია დაასუფთავა. "პაშა ბანკი აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით პროექტებში. ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უკვე ათი ათასამდე ძირი ხე დავრგეთ. ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ სრულად დაგვესუფთავებინა კრწანისის ნაკრძალი. იმედი გვაქვს, რომ ტყე-პარკში მოსული სტუმრები გაუფრთხილდებიან დასუფთავებულ ტერიტორიას და შეინარჩუნებენ სასიამოვნო გარემოს", - განაცხადა პაშა ბანკის PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ. პაშა ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები:
|

04-05-2019
წყარო: on.ge
|
18-03-2019 მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა |
|---|
|
17-11-2022 კონკურსი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის გამოსავლენად |
|
15-04-2019 ეჭვობენ, რომ Daimler-ი გამონაბოლქვის შესახებ მონაცემებით მანიპულირებს |
|
13-01-2023 საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს |