|
| 1791 |
|---|
საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ღარიბია ევროპაში
| 2017 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 5% დღეში 1.90 დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს – ინფორმაციას “მსოფლიო ბანკი” ავრცელებს. ამ მონაცემით საქართველოზე ცუდ მდგომარეობაში ევროპაში მხოლოდ რუმინეთია, სადაც იგივე მაჩვენებელი 5.7%-ია. აღსანიშნავია, რომ მაგალითად უკრაინაში, რომელიც ერთ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო მაჩვენებლით საქართველოზე ღარიბია, სიღარიბის ზემოხსენებული მაჩვენებელი მხოლოდ 0.1%-ია. უახლოეს წარსულში, სიღარიბის ასეთი მაჩვენებელი საქართველოში 2014 წელს დაფიქსირდა. 2015-2016 წლებში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და საზოგადოების მხოლოდ 3.8 – 3.9% შედიოდა ამ ფენაში (რომელიც დღეში 1.90 დოლარზე ნაკლები თანხით ცხოვრობს). |

07-05-2019
წყარო: infonews.ge
|
27-02-2019 31 მარტიდან, Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს |
|---|
|
29-08-2019 ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში” |
|
01-04-2019 6 ცვლილება და რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდება |
|
21-12-2022 აგრო სესხი |