ქართული კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ
ნავიგატორი
2343


ქართული კომპანიები ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენაში  – VinExpo Bordeaux-2019, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობენ.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო, ერთიანი სტენდით უკვე მესამედ მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ელენე კიკნაძის შეფასებით, აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, მოიძიონ სავაჭრო პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ქართული ღვინო წელსაც ჯიშების მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი ბორდოში, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას მთელს მსოფლიოში. ეს კი, საბოლოოდ აისახება ექსპორტის მოცულობაზე და შენარჩუნებულო იქნება ბოლო წლების მზარდი დინამიკა“ – აღნიშნა მან.

მიმდინარე წელს გამოფენაზე პირველად არიან წარმოდგენილი ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები. სულ გამოფენაში მონაწილეობს ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია და ოთხი  საოჯახო მარანი. ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინო ათასობით ადამიანმა დააგემოვნა, მათ შორის იყვნენ ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სააგენტო აღნიშნავს, რომ გამოფენის სტუმრებს შორის  განსაკუთრებულ ინტერესს ქვევრის ღვინო, მისი წარმოების ტრადიცია და კულტურა იწვევდა.

საერთასორისო გამოფენაზე ქართულ სტენდს ცნობილი ბრიტანელი ღვინის მწერალი რობერტ ჯოზეფიც ესტუმრა, რომლის შეფასებითაც, აღნიშნული გამოფენა არის ღვინის წარსადგენად მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ადგილი.

„ადამიანები ჩამოდიან ჩინეთიდან, ამერიკიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სასიამოვნოა ქართული სტენდის და ძალიან კარგი ქართული ღვინოების  აქ ნახვა, იმის ხილვა, რომ ხალხი ეცნობა ქვევრის და არამხოლოდ ქვევრის, არამედ ისეთ ქართულ ღვინოს, როგორებიცაა ციცქა, ქისი, მწვანე, რქაწითელი და საფერავი. ვფიქრობ საქართველოსთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან კარგია, ეს წორედ ის ადგილია, სადაც ქართული ღვინო უნდა იყოს წარმოდგენილი“ – აღნიშნა რობერტ ჯოზეფმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბორდოში მიმდინარე ღვინის საერთაშორისო გამოფენა ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და მონაწილე ქვეყნების, წარდგენილი ღვინოებისა და ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში.

წელს გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია მეღვინეებმა მსოფლიოს 35 ქვეყნიდან წარადგინეს, ხოლო ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს 150 ქვეყნიდან ესწრებიან.

16-05-2019

წყარო: 1tv.ge

18-03-2019

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები

28-02-2019

წინასწარი შეფასებით, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა

18-02-2019

2018 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა

17-07-2019

ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება

17-07-2019

ქალთა ოთახის სერვისებით სარგებლობის შეფასება

18-03-2019

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები

28-02-2019

წინასწარი შეფასებით, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა

18-02-2019

2018 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ