მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ლარის რყევებს ჯანსაღი პროცესის ნაწილად მიიჩნევს
ნავიგატორი
1819

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ლარის რყევებს ჯანსაღი პროცესის ნაწილად მიიჩნევს

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა განაცხადა, რომ კურსთან დაკავშირებული რყევები, რომელიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი.

ეს განცხადებატემბონმალარმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გააკეთა, სადაც „ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის” გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს.

„ლარი სტაბილურ ვალუტას წარმოადგენდა ამ პერიოდის განმავლობაში. ის რყევები, რომელიც ახლა ფიქსირდება, ძირითადად არის ჯანსაღი პროცესის ნაწილი. თუ გსურთ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი ღირებულებების ჯაჭვის წევრი, დადგენილი თავისუფალი მცურავი კურსი უნდა იყოს სწორი გადაწყვეტილება. ამ პირობებში კონტროლი და ჩარევა კურსის დარეგულირებაში არ იქნება გამართლებული. ჩემი აზრით, ის გადაწყვეტილებები და დამოკიდებულება, რომელიც არჩეული აქვს ეროვნულ ბანკს, არის სწორი. მომავალში ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დივერსიფიკაცია ვალუტის დასტაბილურებას შეუწყობს ხელს. ფინანსური ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების პროექტი (FIA) მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კერძო სექტორის კიდევ უფრო გამყარებასა და გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ლარის გრძელვადიან სიმყარეს და სიმტკიცეს”, – განაცხადა მერსი ტემბონმა.

Bloomberg-ის პლატფორმაზე მიმდინარე სავაჭრო სესიაზე დღეს, 24 აპრილს, 11:00 საათისთვის ლარი კვლავ უფასურდება და ამ დროისათვის $1 - 2,7825 ლარის ნიშნულზე ივაჭრება.

24-05-2019

წყარო: pia.ge

03-06-2019

“გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში, საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდეს”

28-02-2019

ქართული ხილი და კენკრა: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი

30-04-2019

Future Agro Challenge Georgia

16-11-2022

მეექვსე ეტაპად გამოქვეყნებული საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 14 ნოემბერს დაიწყო და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ