მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, სესხის მომსახურების პროცენტთან ერთად ყოველთვიურად, 2%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევს
ნავიგატორი
2196


მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, სესხის მომსახურების პროცენტთან ერთად ყოველთვიურად, 2%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევს

მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, ყოველთვიურად სესხის მომსახურების პროცენტთან ერთად 2%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევს.

„სქემის მომსახურების საფასური/საკომისიო შეადგენს სესხის ნაშთის გარანტირებული ნაწილის წლიურ 2%-ს, რომლის გადახდა ყოველთვიურად ხდება მსესხებლის მიერ, ბანკის მიერ შეთავაზებულ საპროცენტო განაკვეთზე დამატებით. სქემის მომსახურების საფასური ადმინისტრირებას და ყოველთვიურად ხაზინის ანგარიშზე გადარიცხვას უზრუნველყოფს კომერციული ბანკი,“ -აღნიშნულია საკრედიტო-საგარანტიო ფონდის კონცეფციაში.

აღსანიშნავია, რომ თუ მსესხებელმა არ ჩარიცხა სესხის მომსახურების თანხა და ის იმყოფება ვადა გადაცილებაში, კომერციული ბანკი არ არის ვალდებული სააგენტოს ჩაურიცხოს საკომისიო. იმ შემთხვევაში, კი თუ სესხის დაფარვა განხორციელდა წინსწრებით, მსესხებელს უწყდება საკომისიოს გადახდის ვალდებულება.

შეგახსენებთ, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო ფონდი იქნება.

საკრედიტო-საგარანტიო ფონდის კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისად შეიძლება მისი კორექტირება მოხდეს.

15-02-2019

წყარო: bpn

17-10-2019

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა

18-02-2019

ბლოგპოსტების კონკურსი მოსწავლეებისთვის

02-05-2019

ბოლნისის ბიუჯეტს იუმორინას კონცერტის გამართვა 15 ათასი ლარი დაუჯდა

26-10-2022

რონდელის ფონდის კონკურსი

26-10-2022

რონდელის ფონდის კონკურსი

17-10-2019

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა

18-02-2019

ბლოგპოსტების კონკურსი მოსწავლეებისთვის

02-05-2019

ბოლნისის ბიუჯეტს იუმორინას კონცერტის გამართვა 15 ათასი ლარი დაუჯდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ