საქართველოში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES-მა დაიწყო
ნავიგატორი
2608


საქართველოში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES-მა დაიწყო

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES დაიწყო.

პირდაპირი რეგულარული რეისები ხარკოვიდან და ოდესიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით უკვე შესრულდა. რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს ბოინგ 737-800 ხორციელდება.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მიერ ოპერირების დაწყება სრულ თანხვედრაშია იმ სტრატეგიასთან, რასაც ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად ქცევა ჰქვია.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდა. 4 ივნისიდან უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა ხარკოვისა და ოდესის მიმართულებით დაიწყო ავიარეისების შესრულება, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან, რომ ქუთაისი ვაქციოთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შეთავაზების ცენტრად, არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის და უცხოელებისათვის, არამედ რეგიონის პოტენციალისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ საქართველოში და კონკრეტულად ქუთაისში ოპერირების დაწყებით", აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SKY UP 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.

05-06-2019

წყარო: pia.ge

25-02-2019

„არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა მოსახლეობაზე ორიენტირებული“

22-05-2023

კონკურსი ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდებისთვის

17-07-2023

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს

14-10-2022

პროგრამის ,,დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 31 ოქტომბერს დაიწყება

14-10-2022

პროგრამის ,,დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 31 ოქტომბერს დაიწყება

25-02-2019

„არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა მოსახლეობაზე ორიენტირებული“

22-05-2023

კონკურსი ეთნიკური უმცირესობის ახალგაზრდებისთვის

17-07-2023

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434.8 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე კონკურსს აცხადებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ