ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი
→ გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით — 15-16 ივნისს, ბათუმში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს გამართავენ. ღონისძიების მიზანი ბიზნესკომპანიებში ქალთა გაძლიერება და წარმატებული ქალი მეწარმეების ისტორიების წარმოჩენაა.
→ ფორუმის სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ. ამას გარდა, მათ საშუალება ექნებათ, დაესწრონ აქტივობებს, რომლებიც სასტუმრო „ჰილტონსა“ და ბათუმის ცენტრალურ პარკში გაიმართება.
→ ფორუმზე დასწრება თავისუფალია.
ფორუმის პროგრამა :
→ შაბათი, 15 ივნისი, 10:30 სთ, სასტუმრო „ჰილტონი“, რუსთაველის გამზირი N40, ბათუმი
→ კვირა, 16 ივნისი, 11:00 სასტუმრო ,,ჰილტონი“ 11:00 სთ, ვორკშოპები: ანდრო დგებუაძე: როგორ ვაქციოთ ინსპირაცია ბიზნესად; თამარ ყაჭაშვილი: როგორ განვსაზღვროთ ბიზნესის მიზანი და ამოცანები
→ კვირა, 16 ივნისი, 11:00 ბათუმის ცენტრალური პარკი, მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა
→ კვირა, 16 ივნისი, 16:00 საათი, ერას მოედანი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი გოგოების მარში