USAID-ის პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”.
USAID-ის პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივით საქართველოს პარლამენტის წევრებისგან შემდგარი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სასწავლო ვიზიტით ამერიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტი მიზნად ისახავდა პარლამენტის ხელშეწყობას ახალი რეგლამენტის ამოქმედებაში და მისი საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაში ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გაცნობას. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ ამერიკის კონგრესის პრაქტიკას საკანონმდებლო და საბიუჯეტო ზედამხედველობის სფეროში, ამერიკის კონგრესის თანამშრომლობას ამერიკის აუდიტის სამსახურთან, კონგრესის საბიუჯეტო ოფისთან და კონგრესის კვლევით სამსახურთან, ამერიკის კონგრესის როლს სასამართლოზე ზედამხედველობისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში.