Fuckup Nights Tbilisi vol. 14 | English Edition
ნავიგატორი
1643


Fuckup Nights Tbilisi vol. 14 | English Edition

რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნეს ისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის ვაკეთებთ?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები ვინც, განიცადა მარცხი, არ დანებდა, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.
ღონისძიების სპიკერები არიან:
◾ იანიკ კვიკი, Fvckup Nights-ის რეგიონალური დირექტორი
◾️ გევ ბალიანი, Ucraft-ის დამფუძნებელი
◾️ ფატმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
◾️ (მეოთხე სპიკერი - მალე)

(Fuckup Nights Tbilisi-ს ეს გამოშვება ინგლისურენოვანია.)

როდის და სად?
გელოდებით 27 ივნისს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7) ყველაზე საინტერესო ბიზნეს ისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy.. ღონისძიების მასპინძელია ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia.

24-06-2019

წყარო: ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia

08-04-2019

BBC და Discovery ერთობლივ სატელევიზიო სერვისს ქმნიან

05-09-2019

Pixelart Powerphage

08-04-2019

ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია

20-01-2023

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამები

20-01-2023

ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამები

08-04-2019

BBC და Discovery ერთობლივ სატელევიზიო სერვისს ქმნიან

05-09-2019

Pixelart Powerphage

08-04-2019

ახალგაზრდა დედები ბოდიბილდერებზე ძუძუს რძეს ყიდიან. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი ბიზნესია


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ