|
| 1834 |
|---|
DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიღწევები
| დღეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამართავს პრეზენტაციას - „DCFTA საინფორმაციო ცენტრი - მიღწევები ქართველი მეწარმეებისთვის სერვისების მიწოდების საქმეში“, რომლის მხარდამჭერები არიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება). ღონისძიებას გახსნის ქ-ნი ნინო ჩიქოვანი და მისასალმებელი სიტყვებით წარსდგებიან ევროკავშირის წარმოამდგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ბ-ნი კარლო ნატალე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბ-ნი გენადი არველაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი და GIZ-ის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორი ქ-ნი კატია კამერერი. ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი მეწარმე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ბიზნეს საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. |

24-06-2019
წყარო: Georgian Chamber of Commerce and Industry
|
31-05-2019 დონალდ ტრამპმა მექსიკას 5%-იანი ტარიფები დაუწესა |
|---|
|
25-05-2023 გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე აშშ-ში სასწავლებლად |
|
14-03-2019 დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „ბოლნისი“ დაემატა |
|
16-05-2019 მუხური – პროექტი "მოტივაცია მოქმედებისათვის" |