|
| 1710 |
|---|
„ევროკავშირში 67%-ით მეტი საქონელი გავიტანეთ, ვიდრე რუსეთში“
| საქართველომ 2018 წელს ევროკავშირში 67%-ით (293 მლნ დოლარით) მეტი საქონლის ექსპორტი განახორციელა, ვიდრე რუსეთში. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ევროკავშირში ექსპორტი მნიშვნელოვნად 2014 წლიდან გაიზარდა, რასაც ხელი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ შეუწყო. 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ქართული პროდუქცია ბულგარეთში (259 მლნ დოლარი), ესპანეთში (62 მლნ დოლარი), რუმინეთსა (58 მლნ დოლარი) და გერმანიაში (52 მლნ დოლარი) შევიდა. საქართველოდან ევროკავშირში გადის: თხილი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, ხილი, ჩირი, ჯემები, მინის ნაწარმი, პლასტმასის ნაწარმი, იზოტოპები, ავეჯი, ფეროშენადნობები, ძვირფასი ლითონები და სხვა,“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში. ამასთან, მათივე ცნობით, 2018 წელს ევროკავშირიდან მეტი ფული გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე რუსეთიდან. „2019 წლის პირველ 5 თვეში ევროკავშირიდან გადმორიცხული თანხა, რუსეთიდან გადმორიცხულზე 57%-ით მეტია, როცა 2013 წელს რუსეთიდან 2-ჯერ მეტი თანხა შემოვიდა, ვიდრე ევროკავშირიდან. 2013 წელს რუსეთიდან გზავნილების წილი მთლიანი გზავნილების 54% იყო, 2019 წლის პირველ 5 თვეში კი 25%-ია. ამავე პერიოდში, ევროკავშირის წილი 28%-დან 39%-მდე გაიზარდა,“-აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში. |

25-06-2019
წყარო: bpn.ge
|
13-05-2019 გორში ბიუჯეტის ფულით 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება |
|---|
|
13-05-2019 სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში „ახალგაზრდობა ევროპისთვის“ საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ |
|
17-07-2023 SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 17 ივლისს დაიწყება |
|
03-05-2019 საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა |