|
| 1911 |
|---|
ღვინის მწარმოებელ 7 კომპანიაში დარღვევები გამოვლინდა
| ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის 6 თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 შემოწმება ჩაატარა. ინსპექტირებისას აღებული 400 ნიმუშიდან, სერტიფიკატის გაცემაზე კომპანიას უარი 15 შემთხვევაში ეთქვა. ამასთან ერთად, სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, 28 კომპანია შემოწმდა, საიდანაც აღებული იყო 1000-მდე ნიმუში. 7 კომპანიაში აღმოჩნდა გარკვეული სახის დარღვევები, რაზედაც განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები. ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 120 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 4640 ნიმუში, მათგან 415 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი დადებითად. |

05-07-2019
წყარო: imedinews.ge
|
21-03-2019 თბილისში შესაძლოა, 24-მეტრიანმა ავტობუსებმა იმოძრაოს |
|---|
|
21-03-2019 მეწარმეების ხელშემწყობი “თბილისური ბაზარი” იხსნება |
|
16-11-2022 2023-24 Global Undergraduate Exchange Program (Global UGRAD) |
|
01-11-2022 დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო |