Geclose2EU კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა

✅ გაცნობებთ, შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (Geclose2EU) კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა.

✅ აღნიშნული კონკურსის მიზანი იყო მცირე და საშუალო კომპანიების შერჩევა არქიტექტურა-დიზაინის, ბიზნეს საკონსულტაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების (პროგრამული უზრუნველყოფა) სფეროებში და შერჩეული კომპანიებისთვის ტექნიკური დახმარების პაკეტის, ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის და შვედეთში სასწავლო ვიზიტის თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობის გაჩენა.

✅ კონკურსანტებო, კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას მომავალ კვირას მიიღებთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.