კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს
ნავიგატორი
1841


კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს

✅ კახეთის რეგიონში, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მოსავლის აღების მიმდინარე პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ფერმერებს ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ.

✅ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სამაცივრე მეურნეობა აქტიური დატვირთვით მუშაობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მინისტრის მოადგილე გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის სამაცივრე მეურნეობების მუშაობის პროცესსაც გაეცნო და მათ მფლობელებს შეხვდა.

დღეისათვის, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება პიკურ პერიოდშია და დღე-ღამის განმავლობაში 800-1000 ტონა ხილი იკრიფება. დღეის მონაცემებით, საქართველოდან 4000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა.

მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.

11-07-2019

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

25-05-2023

Social Impact Award 2023-ის განაცხადების მიღება დაიწყო!

26-03-2019

"ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს"

11-03-2019

სოფლის განვითარების ევროპული მოდელი

20-10-2023

2024-2025 FULBRIGHT VISITING SCHOLAR PROGRAM

20-10-2023

2024-2025 FULBRIGHT VISITING SCHOLAR PROGRAM

25-05-2023

Social Impact Award 2023-ის განაცხადების მიღება დაიწყო!

26-03-2019

"ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს"

11-03-2019

სოფლის განვითარების ევროპული მოდელი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ