|
1473 |
---|
ხულო FEST
2019 წლის 25 აგვისტოს დაბა ხულოში, 14:00 საათიდან, დრამატული თეატრის წინ ფესტივალი „ხულო FEST” გაიმართება. ღონისძიების პირველ ნაწილში ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. პარალელურად, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები ტრადიციულ სიმღერებსა და ცეკვებს შეასრულებენ. ღონისძიების მეორე ნაწილში მოწვეული მუსიკალური ბენდები და DJ კონცერტს შემოგვთავაზებენ. გამოფენა-გაყიდვაზე ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ ხულოში წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია (თაფლი, ყველი, ჩირი და ა.შ). ფესტივალს ეყოლება აქტიური და პოზიტიური წამყვანი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებას გაუძღვება. გამოფენა-გაყიდვის პარარელურად, ადგილობრივი ანსამბლების („არგინეთი“, „მერმისი“, „ბერმუხა“ და „ციცინათელა“) მიერ შემოთავაზებული საცეკვაო და მუსიკალური ნომრები გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობა: შეჯიბრი სიმინდის ჭამაში, ვიქტორინა ხულოზე, ბუშტების სწრაფად გაბერვა და ა.შ. ფესტივალის მეორე ნაწილში მოწვეული ბენდები (FOURTH SEASON და ASEASOO) სტუმრებს სასიამოვნო მუსიკას შესთავაზებენ. დღის ბოლოს ღონისძიებას მოწვეული DJ ZaZa, ელექტრონული მუსიკით დაასრულებს. ღონისძიება ეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს. ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის დახმარებით მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამხოლოდ აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია! დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 135525; ფესტივალის ლინკი: https://www.facebook.com/events/2892760707465661/ |
19-08-2019
წყარო: ENPARD.GE
12-12-2019 ჯადოსნური საშობაო სოფელი სითი მოლში-Christmas Fair at City Mall |
---|
02-04-2019 ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა |
20-02-2019 სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა |
16-03-2023 აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 |