„აიქარი“ მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობს
ნავიგატორი
1901


„აიქარი“ მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობს

„აიქარის“ (ელექტრომობილების გაზიარების სერვისის) ინფორმაციით, მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „აიქარს“ ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტი შემოაქვს ქართულ ბაზარზე. ელონ მასკის „ტესლა მოდელი 3“ უკვე „აიქარის“ გაზიარების სერვისშია და დღეიდან, სპეციალური შეკვეთის საფუძველზე, ნებისმიერ პირს, ვინც მართვის მოწმობას ფლობს მინიმუმ ორი წელი, შეუძლია ისარგებლოს ამ სერვისით.

„ტესლა“ საქართველოს გზებზე ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. როცა საუბრობ მომავლის პროექტებზე, გაქვს ამბიცია შემოიტანო ქვეყანაში ახალი ტრენდები, აკეთო მწვანე ბიზნესი ჯანსაღი მომავლისთვის – „ტესლას“ ელექტრომობილი ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია. დიახ, ჩვენ გვინდა, რომ „ტესლას“ ელექტრომობილები დადიოდეს საქართველოს გზებზე, გარემო დავიცვათ და გავაჯანსაღოთ, დავნერგოთ თანამედროვე ტრენდები, გავზარდოთ ცნობადობა საზოგადოებაში იმ პრობლემატიკის მიმართ, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია დღეს – გარემოს დაცვა. ვმუშაობთ და ეტაპობრივად ვავითარებთ ბაზარს. წინ კიდევ ბევრი სიახლეა. შემოგვიერთდით და გამოგვყევით მომავლის პროექტების განვითარების გზაზე. დავიცვათ გარემო და დავუტოვოთ მწვანე ქვეყანა ჩვენს მომავალ თაობებს“, – აცხადებს კომპანია „აიქარის“ დირექტორი გიორგი ხუროძე.

„ტესლა მოდელი 3“ 2018 წელს შეიქმნა და იგი სრულად ელექტრონულია. „მოდელი 3“ S და X მოდელების გაუმჯობესებული ვერსიაა. ამ მოდელს შეუძლია, ზუსტად 3,2 წამში 0-დან 97-მდე კმ/სთ განავითაროს.

კომპანიის ცნობით, „აიქარის“ პორტფელი „ტესლას“ „მოდელი 3“-ის 10 ერთეული ელექტრომობილით შეივსო. ამჟამად ავტოპარკში შემდეგი მარკის მანქანებია: „ნისან ლიფი“, „რენო ზოი“ და „ტესლა მოდელი 3“.

კომპანია „აიქარი“ ქართული კომპანიაა, რომელიც თბილისსა და ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ბაზარზე „აიქარი“ 2019 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს.

06-09-2019

წყარო: 1tv.ge

02-04-2019

"გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში წელს მეექვსედ აღინიშნა

21-03-2019

„ინტერესის საგანს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგენს“ - ფოთის მერია საგამოძიებო სამსახურის შესვლაზე

09-09-2019

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტზე სასწავლო კურსის პირველ დღე

15-04-2019

გადავლენ თუ არა შიდაგანვადებაზე სამშენებლო კომპანიები და ტექნიკის მაღაზიები

15-04-2019

გადავლენ თუ არა შიდაგანვადებაზე სამშენებლო კომპანიები და ტექნიკის მაღაზიები

02-04-2019

"გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში წელს მეექვსედ აღინიშნა

21-03-2019

„ინტერესის საგანს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგენს“ - ფოთის მერია საგამოძიებო სამსახურის შესვლაზე

09-09-2019

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტზე სასწავლო კურსის პირველ დღე


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ