|
| 1945 |
|---|
რე|ბანკის ფილიალი ქუთაისში გაიხსნა
| ► ქუთაისში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვებრენდის, პირველი ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩა #5-ში შეძლებენ. ► თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15 -ში, ჯავახეთის ქ. #75-ში და პეკინის გამზ. #19-ში, ბათუმში კი ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53-ში. ► პირველ ეტაპზე რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს. ► ტოპ|ქარდი 0%-იანი (ეფექტური 0%-დან) განვადების ბარათია, რომლის მთავარი უპირატესობაა, მომხმარებელს ხარჯების დანაწევრების გზით ყოველთვიურად გამოუთავისუფლოს თანხა სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული ბარათით ამა თუ იმ ნივთის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი გადაიხდის ზუსტად იმ საფასურს, რასაც გადაიხდიდა ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში. ამასთანავე, ბარათზე გავრცელდება ქეშბექის ფუნქცია და ბევრი სხვა საინტერესო მახასიათებელი. ► მაქსი|ანაბარი და ბლიც|სესხი სტანდარტული საბანკო პროდუქტებია, კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების გამარტივებული პირობებით. ► „მოხარული ვართ, გავხსნათ ჩვენი პირველი ფილიალი ქუთაისში. რე|ბანკი ასევე მალე წარმოდგენილი იქნება ზუგდიდში, გორში და თელავში. თბილისში უკვე სამი ფილიალი გვაქვს და ერთიც ბათუმში. ვფიქრობთ, რომ მალე შევძლებთ გამორჩეულად მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს მთელ საქართველოში. “- შოთა იოსელიანი, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი საცალო ბიზნესის მიმართულებით. ► რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ასევე, განაცხადის დატოვება შესაძლებელი იქნება ბანკის ვებ-გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში: |

06-09-2019
წყარო: on.ge
|
03-05-2019 ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში |
|---|
|
18-02-2019 შშმ პირებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობა 50 ლარით დაჯარიმდება |
|
21-10-2022 საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო |
|
02-04-2019 2019 წლის 27-დან 29 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - IGF 2019 |